კონტაქტი
(+995) 591 04 64 35
k
მედიცინის აკადემიური დოქტორი | პროფესორი | ორთოპედი-იმპლანტოლოგი
ვარ მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ორთოპედი-იმპლანტოლოგი. პროფესიული საქმიანობა მოიცავს ორთოპედიულ, იმპლანტოლოგიურ და ციფრულ სტომატოლოგიას. მრავალწლიანი კლინიკური და აკადემიური გამოცდილების პარალელურად აქტიურად ვარ ჩართული საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობაში.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვას, საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებულ მკურნალობასა და ექიმების პროფესიულ განვითარებას.
სტომატოლოგიის ფაკულტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამები გერმანიასა და ავსტრიაში ორთოპედიული სტომატოლოგიისა და დენტალური იმპლანტოლოგიის მიმართულებით.
თანამედროვე ორთოპედიული, იმპლანტოლოგიური და ციფრული სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმვა და განხორციელება.
სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო აკადემიის კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელი და მასტერ-ტრენერი დენტალური იმპლანტოლოგიის, ორთოპედიული და ციფრული სტომატოლოგიის მიმართულებით. ალტე უნივერსიტეტის პროფესორი.
საქართველოს დამოუკიდებელ ორთოპედთა და იმპლანტოლოგთა კავშირის გენერალური მდივანი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი და სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ექსპერტი ანთროპოლოგი ოდონტოლოგიის მიმართულებით, საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის (GAFA) თანადამფუძნებელი და საქართველოში მომუშავე ერთადერთი ქართველი ექსპერტი ოდონტოლოგი.
5 უსგ პროგრამის ავტორი და ტრენერი, დენტალურ იმპლანტოლოგიაში პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი.
ქართული, გერმანული, ინგლისური და რუსული.